გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:44 / 18 სექტემბერი 2016

რესტორანში ბიუჯეტიდან გადახდილი 12 199 ლარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

დავით კირკიტაძის განცხადებით, ქალაქის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა, ოცნების აქტივისტებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში ბიუჯეტიდან 12 000 ლარზე მეტი გადაიხადეს.

„იმის ფონზე, რომ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა, მაღალი თანამდებობის პირები თავს უფლებას აძლევენ 10 ათასობი ლარი ღრეობებში დახარჯონ.

რუსთავის მაგალითზე მინდა ვისაუბრო -  გუშინ, მაღალი თნამდებობის პირებმა, გუბერნატორმა, მერმა,  ვიცე-მერებმა, საკრებულოს თავმდჯომარემ და სხვებმა ბიუჯეტის თანხით იქეიფეს და 12 199 ლარი დახარჯეს. ეს მაშინ, როცა დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალაქეებს ცივი უარით ისტუმრებენ.

ეს  არის ამაზრზენი და  მათ თავგასულობას და არაკომპეტენტურობას ადასტურებს.“