რატომ ებრძვის ივანიშვილი ბათუმში უნივერსიტეტებს? ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემდეგ, ბსუ -ს კორპუსები გაიყიდა!
ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი შენობის გადაცემას ბიძინა ივანიშვილისათვის, რევაზ ხარაზი გამოეხმაურა და გააპროტესტა.
უნივერსიტეტების დაქვემდებარება და ზეგავლენის ქვეშ მოქცევა, არცერთი ხელისუფლების დროს არყოფილა სტრატეგიად არჩეული , მაგრამ სადაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება, იქ უნივერსიტეტიც და სტუდენტიც ჰკარგავს თავის დანიშნულებას და ივანიშვილი აკეთებს იმას, რაც მოესურვება. ბიძინა ივანიშვილმა არიკმარა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვა და დღეს ის ბსუ-ს კორპუსების ყიდვით არის დაკავებული. ბოტანიკურ ბაღში, ივანიშვილი საკუთარ რეზიდენციას იშენებს. მშენებლობასკი უნივერსიტეტის კორპუსები უშლიდა ხელს, რომელიც იყიდა ივანიშვილმა და სავარაუდოდ მათი დანგრევის შემდეგ, იქ საკუთარ საცხოვრებელ კომპლექსებს წამოჭიმავს.