გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:59 / 20 აგვისტო 2019

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „კგბ“-ს ოფიცერი დაინიშნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ დიმიტრი შაშკინის განცხადებით,  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დიმიტრი ლეჟავას სახით,კგბ“- ოფიცერი დაინიშნა,

ქართული ოცნებამიზანმიმართულად აგრძელებს ქართული უსაფრთხოების განადგურებას დაეს შვიდის წლის წინ დაიწყო".

როდესაც დააკავეს ჩვენი მებრძოლი ოფიცრები, ის ხალხი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფედერაციის ჯარებს, როდესაც ისინი შემოდიოდნენ საქართველოში, ამის მერე ყველაზე დაცულ ობიექტებზე შეიყვანეს რუსი ჯაშუშები. ობიექტებზე, რომლებზეც ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ობიექტებზე, სადაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრი შევდიოდი უზარმაზარი პროცედურების გავლის შემდეგ. ამის შემდეგ გადასცეს რუსეთს ჩვენი სამხედროების ბაზები, რომლის მიხედვით, ზოგი ჩვენი სამხედრო ოფიცერი დაკავებულია, ზოგი სამწუხაროდ რუსიქილერისმიერ მოკლული.

შემდეგ დაგვინიშნეს პრეზიდენტი, რომელმაც დაადანაშაულა ჩვენი სამხედროები ცხინვალის დაბომბვაში და რომლის განცხადების საფუძველზეც, რუსეთი ჩვენი გენერლების გასამართლებას ითხოვს. ესეც არ იყო საკმარისი და უშიშროების სამინისტროში ყოფილიკგბ“- გენერალი დანიშნეს, ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფილიკგბ“- ოფიცერი დანიშნეს. ოფიცერი, რომელიც მსახურობდაკგბ“-ში, როდესაც რუსთაველზე 9 აპრილს დაიღვარა სისხლი. ყოფილიკგბ“- ოფიცერი არ არსებობს. ნურავის ჰგონია, რომ ბევრი დრო გავიდა და რამე შეიცვალა. მინდა, ვინც არ იცის შევახსენო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაიტანა საქართველოდან არქივი, „კგბ“- ოფიცრების დოსიეები და პირადი საქმეები. ეს ყველაფერი ახლა არის მოსკოვში. არ უნდა იყო დიდი ექსპერტი, რომ მიხვდე, თუ რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს ამ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად“, - აცხადებს შაშკინი.