გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:16 / 27 აპრილი 2016

ფოთში ხელისუფლებამ მოქალაქეები დაივიწყა

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბიუჯეტის ხარჯზე პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველასათვის კარგად ცნობილი ფაქტია. სწორედ მაღალჩინოსნების პირადი კეთილდღეობის მოწყობას ეწირება რიგითი ფოთელების ინტერესი, რიგ შემთხვევებში ხელისუფალთა გულგრილობის შედეგად, ადამიანები საკვების გარეშე რჩებიან. ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობის შედეგად დოდო ოდიშარია და ალა გოგიშვილი, რომლებსაც საკუთარი სახლიც კი არ გაჩნიათ, ფაქტობრივად საკვების გარეშე დარჩნენ, რადგან მათ ხელისუფლებამ ერთადერთი შემოსავლის წყარო სოციალური დახმარება მოუხსნა. მსგავსი ფაქტები კი მრავლადაა ფოთში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებას.