გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:46 / 20 მაისი 2016

პეტრე ზამბახიძე "ეროვნული ფორუმის" ლიდერებს მიმართავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე პარტია „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებს მოუწოდებს განმარტონ - დატოვა თუ არა პარტიამ რეგიონში კოალიცია „ქართული ოცნება“. ზამბახიძე ამბობს, რომ გასვლა ფორმალური იყო, რადგან პარტიის წევრი მერაბ აბაშიძე გარიგებაშია „ქართული ოცნების“ წევრებთან. ზამბახიძეს, დასტურად ის ფაქტი მოჰყავს, რომ აბაშიძემ, გუშინ, ოპოზიციისგან განსხვავებით, მხარი დაუჭირა უსკოს წევრობის კანდიდატს. ზამბახიძისთვის ასევე მიუღებელია მერაბ აბაშიძის დარჩენა ფრაქციაში "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად. "ნაციონალური მოძრაობის წევრი" განმარტავს, რომ ფრაქციის დაშლით, უმაღლეს საბჭოში კრიზისი არ შეიქმნება.