გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:01 / 18 სექტემბერი 2016

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თხინვალის მოსახლეობა მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ სოფელ თხინვალის მოსახლეობა მოინახულა და მათთან ერთად სოფელში არსებული პრობლემები განიხილა.

ადგილობრივებს ეკონომიკური სიდუხჭირე; დაზიანებული გზა; მოუწესრიგებელი წყლის სისტემა და სოციალური დახმარების შეჩერება აწუხებს.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი [დავით მჟავანაძე] მოსახლეობას გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.