გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:43 / 28 ოქტომბერი 2016

ოკუპანტის სტატუსი, რომელიც რუსეთს, თავისუფალმა სამყარომ მიანიჭა, მოლაპარაკებებში ხელს არ გვიშლის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა, ამავე ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებას, რომელიც რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭებას ეხებოდა, მავნებლურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

„მინდა გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ რაიმე ფორმით რუსეთის, როგორც ოკუპანტის სტატუსი  მოლაპრაკებებში ხელს გვიშლის.  ეს არის მავნებლური დეზინფორმაცია.

მინდა  საზოგადოებას შევახსენო, რომ მოლაპრაკებებისთვის ჩვენ, ეს სტატუსი, რომელიც რუსეთს მთელმა თავისუფალმა სამყარომ მიანიჭა,  ფაქტის კონსტატაცია და  საქართველოს მოლაპარკაბების წარმოებაში ხელს არანაირად არ უშლის.   თუნდაც ჟენევის, ან სხვა  ფორმატში.

მივმართავ ხელისუფლებას, გააცხადოს მისი პოზიცია - ემიჯნება უ არა ის ამ მავნებლურ განცხადებას და კვლავ უჭერს თუ არა მხარს ხელისუფლება ამ კანდიდატს აღნიშნული ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემდეგ. „

503 Service Unavailable

Service Unavailable

The server is temporarily unable to service your request due to maintenance downtime or capacity problems. Please try again later.