გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:59 / 30 აგვისტო 2016

ნუგზარ წიკლაური კუმისში ამომრჩევლებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ წიკლაური კუმისში იმყოფებოდა, სადაც ამომრჩევლებს შეხვდა.

ადგილობრივებისთვის სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს მოუწესრიგებელი შიდა გზები, სასმელი წყალი და უმუშევრობა წარმოადგენს.

ნუგზარ წიკლაური კომისის მოსახლეობას 8 ოქტომბერის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, პრობლემების გადაჭრას დაპირდა. ადგილობრივებმა კი, თავის მხრივ, კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს.