გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:48 / 23 აგვისტო 2016

ნონიაშვილმა 13 ივნისს სტიქიის დროს გარდაცვლილი ზურაბ მუზაშვილის ოჯახი მოინახულა

23 აგვისტო 2016

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ ნონიაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის დროს გარდაცვლილი ზურაბ მუზაშვილის ოჯახი მოინახულა და გარდაცვლილის მეგობრებთან ერთად პატივი მიაგო მის ხსოვნას. ასევე, დეპუტატობის კანდიდატი სოფელ აღაიანში გამართულ ზურაბ მუზაშვილის სახელობის ჭიდაობის ტურნირს დაესწრო, რომელიც გარდაცვლილის დაბადების დღეს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაიღუპა. გამოჩენილი მამაცობის; სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის იგი საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა.