გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:57 / 6 სექტემბერი 2016

ნიკა რურუა შეჩერებულ მშენებლობებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა რურუამ თბილში დაუსრულებელ მშენებლობებზე ისაუბრა და თბილისის მერიას მათი დასრულებისკენ მოუწოდა.

„რიყის პარკში არის დამთავრებული, მაგრამ გაუხსნელი შენობა, რომელიც დღეს ქვეყნის მდგომარეობას ასახავს. ესაა  ძალიან ცნობილი არქიტექტორის, ფუქსასის მიერ აშენებული შენობები, რომელიც  ღვინის სურებს, დეკანტერებს წააგავს. ერთ მათგანი უნდა ყოფილიყო საგამოფენო დარბაზი, მეორე - საკონცერტო.

მივმართავ ქალაქის მერიას და მთავრობას -  გახსნან ეს შენობები, ან თუ ცუდია, დაანგრიონ. მაგრამ საქმეც ის არის, რომ არც ხსნიან და ვერც ანგრევენ.

ბოღმის, შურის და ახირების გამო პროექტი, რომელიც ქალაქის კულტულურ ინფრასტრუქტურას სერიოზულად დაეხმარებოდა,  დაკეტილია. სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობაა დღეს მთელ ქვეყანაში -  ყველა კარგი პროექტი გაჩერებულია. ეს არის გზა არსაით, ამიტომ დროა ეს ყველაფერი შევცვალოთ.“