გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:17 / 12 სექტემბერი 2016

ნაციონალურმა მოძრაობამ სოციალურ - ეკონომიკური გეგმა წარადგინა

ოზურგეთში, პროექტ "ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად" ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზვიად ხორგუაშვილმა პარტიის სოციალურ - ეკონომიკური გეგმა წარადგინა და კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა.
 
ხორგუაშვილმა გეგმის თვალსაჩინოებისათვის კონკრეტული რიცხვები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით ნაციონალური მოძრაობა პენსიას 50 ლარით გაზრდის.