გაზიარება
UNM UNM
მედია - 19:18 / 21 აპრილი 2017

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან თორია ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტენდერები ქართული ოცნების გამდიდრების წყაროდ იქცა. თორიას განმარტებით, კომპანია ,,აკა ენერჯი’’ არის ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძესთან დაახლოებული პირის კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან ზუგდიდში ლამპიონების ტენდერს იგებს, რაშიც მას ზუგდიდის მერია ეხმარება. თორია ამბობს, რომ მას აქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ზუგდიდის მერია ამ კომპანიისთვის სპეციალურ პირობებს აწესებს. ,,ახლაც გამოცხადებულია იგივე კატეგორიის ტენდერი და პრეტენდენტებს მოეთხოვებათ 1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო გამოცდილება, რაც აქვს სწორედ ,,აკა ენერჯის’’, ლამპიონების მონტაჟის წინა ტენდერებში გამარჯვებიდან გამომდინარე... სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფციის მაგალითი, რომელშიც კახა კალაძესთნ ერთდ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი.’’- აღნიშნა ლევან თორიამ.https://www.facebook.com/zugdidiunm/videos/542872209216450/