გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:56 / 15 აპრილი 2016

ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს

დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა დავით რობაქიძემ 2015 წლის 23 იანვარს გასცა ოფიციალური დოკუმენტი/ცნობა, რომელშიც ვკითხულობთ:

„გაიცა მასზედ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ დაბა ურეკის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი სპეციალისტი ეკატერინე მიდოდაშვილი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან გასული წლის 2 აგვისტოს. ყოველივე ამის შემდეგ კი იგი 30 დეკემბრამდე თვითნებურად განაგრძნობდა სამსახურში სიარულს, თავისი სურვილით მეხმარებოდა დოკუმენტაციის წარმოებასა და შედგენაში“ _ რობაქიძემ ცნობა „დანიშნულებისამებრ“ გასცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ აღნიშნული ცნობა, გარდა არაკომპეტენტურობისა,  გამგებლის წარმომადგენლის მხრიდან კანონის დარღვევაზეც მეტყველებს: