გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:56 / 30 აპრილი 2017

ნაციონალური მოძრაობის აქცია ხურჩაში

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსეთის სამხედროებმა ადგილობრივი მცხოვრები მამაკაცი დააკავეს. როგორც აცხადებენ ენვერი ბერაია რამდენიმე დღის წინ ე.წ. საზღვრის სიახლოვეს, საკუთარ ყანაში მუშაობისას აიყვანეს.
აღნიშნული გააპროტესტეს ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით  ოკუპანტი აგრძელებს ანექსიას, აკავებენ ადამიანებს, ხოლო ხელისუფლება  ცდილობს თემის მიჩქმალვას. 
ნაციონალური მოძრაობის პოლიტ საბჭოს წევრის ალექსანდრე ქობალიას განცხადებით: ,,მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მოახდინონ შესაბამის რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით."

ნაციონალური მოძრაობის აქცია ხურჩაში