გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:23 / 13 მაისი 2016

“ნაციონალური მოძრაობა” უსკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ნაწილი, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის არჩევნებში არჩილ ხაბაძის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. პეტრე ზამბახიძის განცხადებით, იგი წინააღმდეგია "უსკოს" პოლიტიზირების.

"გუშინ ხაბაძემ  წარმოადგინა  კანდიდატურები, "უსკოს" თავმჯდომარეობის კანდიდატი - დავით ქარცივაძე,  წევრობაზე კი,  ირაკლი გვარამია და მამუკა ჯაში.  წარმოდგენილი კანდიდატები არიან ღრმად პოლიტიზებული ადამიანები, ისინი არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები, ერთერთი არის, კოალიციაში შემავალი პარტიის წევრი, ჯაში კი, მოგეხსენებათ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჯაშის შვილი, რომლის კანდიდატურა 2-ჯერ წარმოადგინა ხაბაძემ და ორივეჯერ ჩვარდა. ჩემი და ჩვენი პოზიცია იგივეა რაც წინა შემთხვევაში, მაშინაც ხელისუფლების  პოლიტიკურ ინტერესს არ დავუჭირეთ მხარი და ახლაც იგივე სურათია. ჩვენ მოვუწოდებთ დეპუტატებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ მნიშვნელოვან საკითხს და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც არ დააზარალებს ქვეყნის მომავალს"  - განაცხადა ზამბახიძემ.  

ერთობლივი განცხადება დღეს "ნაციაონალურმა მოძრაობამ", ფრაქცია - "მაჟორიტარმა" და "თანასწორობის" ორმა წევრმა გააკეთა.