გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:03 / 14 ივნისი 2016

ნაციონალური მოძრაობა მთავრობას სეტყვით დაზარალებული სოფლების დასახმარებლად ღონისძიებათა პაკეტს სთავაზობს

გაზაფხულის განმავლობაში სეტყვამ რამდენჯერმე სერიოზული ზიანი მიაყენა კახეთის და საქართველოს სხვა რეგიონების სოფლებს.

„ქართული ოცნების“ დაპირება, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით შეამცირებდა ზარალს, ისეთივე ტყუილი აღმოჩნდა, როგორც ივანიშვილის ყველა სხვა დაპირება.

დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ მშრომელი ოჯახებისთვის არაფრის მომცემია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც მთავრობამ 2014-15წლებში15 მლნ ლარი დახარჯა. სადაზღვევო კომპანიები უარს აცხადებენ დასეტყვილი ვენახებისა და ნათესების პატრონებს დამდგარი ზარალი აუნაზღაურონ.

იმ კატასტროფული ზარალის ფონზე, რაც მანავის მოსახლეობამ 12 ივნისის საღამოს მიიღო, მთავრობას ვთავაზობთ ღონისძიებათა პაკეტს, რომელიც მან უნდა განახორციელოს:

დეტალურად აღრიცხოს მოსავლის ზარალი, ასევე დადგინდეს, რა თანხაა საჭირო თავად ვენახების გადასარჩენად;

მოელეპარაკოს აგროდაზღვევის პროგრამაში მოანწილე სადაზღვევო კომპანიებს, რომ იმ ოჯახებზე, რომლებსაც აქვთ აგროდაზღვევა, გაიცეს ზარალის ანაზღაურება და გაიცეს ის სამართლიანად;

მოელაპარაკოს საფინანსო ორგანიზაციებს, დაზარალებული ოჯახებისთვის კრედიტების გადახდის ვადების ერთი წლით გადაწევაზე.

მთავრობას ასევე ვუთითებთ, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიებებისათვის მას აქვს მთავრობის სარეზერვო ფონდი, აგრეთვე, რთველის სუბსიდირებაზე განსაზღვრული თანხები.

კახეთში დაზარალდნენ: გურჯაანის რაიონში ახაშენი, გურჯაანი, ჩალაუბანი, ჩუმლაყი, ძირკოკი, ჭანდარი; თელავის რაიონში ბუშეტი, ვანთა; სიღნაღის რაიონში სოფლები მაღარო, ნუკრიანი, ტიბაანი, ძველი ანაგა; საგარეჯოს რაიონში კაკაბეთი, მანავი, თოხლიაური, საგარეჯო, ჩაილური; ყვარელის რაიონში ალმატი, გრემი, საბუე.