გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:08 / 23 მაისი 2016

"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. გელა დეკანაძე ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც აპარტოტელი -"მეგაპალასი" შენდება, არჩილ ხაბაძემ თავის მეგობრებზე გაასხვისა. მისი თქმით, შპს "მეგაპალასი", რომელიც მშენებლობას ახორციელებს, თავმჯდომარის მეგობრებმა აუქციონის გამოცხადებიდან 8 დღის შემდეგ დაარეგისტრირეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალის მქონეა და ხაბაძის კორუფციულ ინტერესებს არ უნდა ეწირებოდეს.