გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:39 / 4 ივლისი 2020

მთავრობამ უნდა უპასუხოს სპორტდარბაზებში დასაქმებულებს - როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინი, ფიტნეს და სპორტ დარბაზებში დასაქმებული, ამჟამად უმუშევრად დარჩენილი 900-მდე ადმაიანის მოთხოვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ, მინიმუმ  ამ ადამიანებს უნდა უპასუხოს და უთხრას -როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას.

ქართული ოცნების მმართველობის სტილი ხალხის იგნორია. ძალიან ცოტა დრო დარჩათ ხელისუფლებაში ყოფნის და გააორმაგეს ჯიბეების გასქელება. მათ ხალხის პრობლემების მოსასმენადაც კი არ რჩებათ დრო.   

ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ ჩატარდა საპროტესტო აქცია. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.  ისინი ითხოვდნენ ერთადერთ რამეს - პასუხს იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებთ. ეს ხალხი არ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ იპარავს, არ ძარცვავს ბიუჯეტს, თავიანთი რთული შრომით ცდილობენ შეინახონ ოჯახები.  დაახლოებით 900 ადამიანი დასაქმებული იყო ფიტნეს და სპორტულ ცენტრებში და უკვე 3 თვეა უმუშევრები არიან. მათ არ ჰყავთ ოჯახები, რომლებიც საქართელოს მთავრობის მინისტრებისგან განსხვავებით,  მილიონებს ჩუქნიან. ისინი თავისი შრომით ცდილობენ ოჯახების შენახვას.

ეს ხალხი ითხოვს ერთადერთ რამეს-  გასცენ პასუხი, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას. რატომაა ევროპაში და ამერიკაში, სადაც პანდემიის მხრივ გაცილებით რთული ვითარებაა, სპორტდარბაზები გახსნილი?! ექიმების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების დაცვით ეს დარბაზები მუშაობენ და რატომ ვერ ახერხებს იგივეს საქართველოს ხელისუფლება?! რატომ მისცეს დარბაზებს უფრო მეტი რისკ დატვირთვა, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სავაჭრო ცენტრებს, ბაზრებს?!

უნდათ პასუხის მიღება, მათი მოთხოვნა დარბაზების ხვალვე გაიხხნა კი არა, არამედ უბრალოდ პასუხია - როდის შეძლებენ და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იმუშაონ.

მთავრობამ მათ პასუხი უნდა გასცეს ან შესთავაზოს ადეკვატური კომპენსაცია. „