გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:24 / 4 თებერვალი 2013

მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი ვაშინგტონში გაემგზავრებიან

 

მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი აშშ-ს სენატის მოწვევით სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ ქალაქ ვაშინგტონში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს სენატის, კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომდგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები IRI-ს და NDI-ს ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო ირგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი მიწვეულნი  არიან ყოველწლიურ ტრადიციულ საუზმეზე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით იმართება ქალაქ ვაშინგტონში.