გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:50 / 7 ივლისი 2020

მივმართავ ყველას,  ერთად აღვუდგეთ წინ ივანიშვილის სურვილს მოახდინოს მედიის უზურპაცია

„21-ე საუკუნის დიქტატურა, რომელსაც ყველანი ერთად უნდა აღვუდგეთ წინ“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

„ქვეყანაში დიქტატურა კანონდება. ის ცვლილებები, რომელიც  გუშინ პარლამენტში დარეგისტრირდა, სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაკნონება. ამით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლება ენიჭება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებისმიერ მედიაში დროებითი მმართველი დანიშნოს და ამ მმართველსაც თავის მხრივ განუსაზღვრელი უფლებები გააჩნია.  მათ შორის ისიც, რომ მედიასაშუალების აქციების პაკეტი გაყიდოს. ეს ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე, ვლადიმერ პუტინმა, მთელი რუსული მედია დაიმორჩილა და ბიძინა ივანიშვილიც ამავე გზას ადგას. ეს არის 21-ე საუკუნის დიქტატურა.  ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი როგორ დაასრულეს დიქტატორებმა, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი.

წელს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვნი ქვეყნის მომავალი. ამ არჩევნებში დიდი როლი თავისუფალ მედიას ეკუთვნის.  მთელი ამ 8 წლის განმავლობაში, ყველანი ვხედავდით როგორ ებრძოდა ივანიშვილი თავისუფალ მედიას, რომელიც მისი გავლენის ქვეშ არ იყო. დღემდე მიმდინარეობს სამართელრივი პროცესები. ამ ახალი კანონით კი, ხელისუფლებას ეძლევა ბერკეტი, სასამართლოების გარეშე დააწესოს ცენზურა.

ახლა, როცა ასეთი საშიშროების წინაშე დგას ქართული მედია, დუმილი დანაშაულია. მივმართავ ყველას,  ერთად აღვუდგეთ წინ ივანიშვილის სურვილს მოახდინოს მედიის უზურპაცია. „