გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:27 / 10 მაისი 2016

მიკროავტობუსის მძღოლებმა სარფში თურქეთიდან საქართველოში შემომავალი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს

ხმაური იყო სარფში, სადაც მიკროავტობუსის მძღოლებმა თურქეთიდან საქართველოში შემომავალი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს. 100-ზე მეტი მძღოლი თურქ მებაჟეებსა და პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

მძღოლები აცხადებენ, რომ ხალხით სავსე მიკროავტობუსებს თურქი მებაჟეები აჩერებენ, ხალხს საზღვარზე გადასვლის საშუალებას აძლევენ, ხოლო მძღოლებს და ტრანსპორტს უკან საქართველოში აბრუნებენ. მძღოლებისთვის მიზეზი უცნობია.

აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გელა დეკანაძე და პეტრე ზამბახიძე იმყოფებოდნენ. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.