გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:48 / 26 მაისი 2016

მეტეხის თემში არჩევნების შედეგები შესაძლოა გაბათილდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, კასპის მუნიპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა რობერტ კავთიაშვილმა დღეს მეტეხის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 
შეხვედრაზე საუბარი იყო წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებზე, სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე. "მოგახსენებთ, რომ 2016 წლის 22 მაისს მეტეხის თემში ჩატარდა შუალედური არჩევნები. პროცესი მთელი რიგირ დარღვევებით მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში არაერთი საჩივარი დაიწერა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. დალუქული ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნისას N22 უბანზე აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ფურცელი, რომელიც ყუთში იყო მოთავსებული, იყო ცარიელი და არ ედრებოდა კომისიის თავმჯდომარის მიერ შენახულ საკონტროლო ფურცელს. უბანზე, კასპის N30 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ გურასპაშვილის მითითებით, კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს ადგილზე დაეთვალათ ხმები, საარჩევნო კანონმდებლობა კი გვავალდებულებს, რომ ასეთ შემთხვევაში ყუთი უნდა დაილუქოს და დაუყონებლივ გადაიგზავნოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც უნდა დაიწყოს მსჯელობა შედეგების გაბათილებაზე. უბანზე არასწორად დათვლის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარე, ზიზო ოგანესიანი საოლქო საარცევნო კომიაში გამოცხადდა მოუწესრიგებელი დოკუმენტაციით, კომისიის ბეჭედი არ ჰქოდა დალუქული. ის მოთავსებული ჰქონდა პირად ჩანთაში, რაც შედეგების გაყალბების დიდ ალბათობაზე მიუთითებს. ამასთან, მეორე დღეს საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხმების ხელახალი გადათვლის თაობაზე. ამის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ყუთში ჩაყრილი ბიულეტინების რაოდენობა აღემატებოდა გაცემული ბიულეტინების რაოდენობას, რაც ასევე შედეგების ბათილობის საფუძველია" – აცხადებს რობერტ კავთიაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის რაიონულმა ორგანიზაციამ მოითხოვა N22 უბნის შედეგების ბათილად ცნობა და მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს დაინტერსდნენ ამ თემით.