გაზიარება
UNM UNM
მედია - 20:13 / 1 ოქტომბერი 2016

ლევან ქარდავა კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წალენჯიხა - ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ქარდავა რამაზ თოლორდავასა და ენმ-ის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რამაზ გულუასთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და მათ სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო.

ამასთან, შეხვედრისას ლევან ქარდავა ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.