გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:10 / 13 სექტემბერი 2016

ლევან ბეჟაშვილმა სოფელ ქვემო ქედის მოსახლეობა მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი სოფელ ქვემო ქედის მაცხოვრებლებს ესტუმრა და მათ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაზიფიკაცია; უმუშევრობა; სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერება და წყლის პრობლემაა, რომელიც მათი თქმით, სასმელად უვარგისია.

ამასთან, მოსახლეობა გარეგანათების პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოფელში გარეგანათების სისტემა ორი თვეა არ ჩაურთავთ. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს მათი თანადგომით, გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.