კობა ნაყოფია სოფელ ლეძაძამეს მოსახლეობას შეხვდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია სოფელ ლეძაძამეს მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ადგილობრივებმა კანდიდატთან უმუშევრობასა და სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემების არსებობაზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრისას კობა ნაყოფიამ მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.
სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.