კობა ნაყოფია სენაკის ბაზარში მოსახლეობას შეხვდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია კარდაკარის ფარგლებში სენაკის ბაზარში მოსახლეობას შეხვდა და მათ სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო.
კანდიდატმა მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.