გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:04 / 27 ივნისი 2016

ქაოტური მშენებლობები ბათუმში და არჩილ ხაბაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ნებართვების გაცემაზე.

ქაოტური მშენებლობების პრობლემა ბათუმში სულ უფრო მწვავდება. ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის დადგენილებით, მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის K2-ის გაზრდა მაქსიმუმ 60 პროცენტით იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ ცენტრალური ან ადგილობრივი მთავრობებისა და ეკონომიკის სამინისტროების უმაღლესი პირების რეკომენდაცია იარსებებს.
დადგენილების მიღების დღიდან დღემდე საქართველოს არც ერთ პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს მსგავსი რეკომენდაცია არ გაუცია, შესაბამისად ქალაქ ბათუმში 9 სართულიან კორპუსებზე სართულების დამატებისა და ცათამბჯენების აგების ნებართვას ექსკლუზიურად არჩილ ხაბაძე გასცემს.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ამ გადაწყვეტილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და მისთვის აღნიშნული ბერკეტის გადაცემას, საინვესტიციო გარემოს გამარტივების მცდელობად აფასებს.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია აჭარის მოქმედი ხელისუფლების თავმჯდომარესა და სხვა ჩინოვნიკებს უყენებს, მათი მხრიდან ნებართვის გაცემისას, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებასა და მეგობარი მშენებლებისთვის სასათბურე პირობების შექმნაში მდგომარეობს.