გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:34 / 24 მაისი 2016

ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ემუქრება და აფუჭებს ყველაფერს - გიორგი კირთაძე

საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები ‘’ სახელისუფლებო გუნდს მიიჩნევს კონკურენტად. ,,ნაციონალური მოძრაობა ‘’ ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მმართველი გუნდი ,,ქართული ოცნება ‘’ მთავარ კონკურენტად საზოგადოებას ასახელებს. პოლიტიკური პარტიების წინა საარჩევნო პროგრამა თითქმის იდენტურია. რაც შეეხება სიაში კანდიდატების დასახელებას , არცერთი პარტია ამ დრომდე არ ასახელებს და განმარტავენ, რომ სია ახალი სახებით დაკომპლექტდება.