გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:20 / 17 მაისი 2016

ირაკლი მოდებაძე: რატომ შეჩერდა ნაპირგამაგრებითი სამუშაოები.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. საკითხი ახალ ბულვარში ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ეხება. პარტიის წევრი ირაკლი მოდებაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სანაპირო ზოლი ინერტული მასალით ხელოვნურად იკვებებოდა, რაც ინფრასტრუქტურას დაზიანებისგან იცავდა. თუმცა დღეისათვის ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაობი არ ტარდება. შესაბამისად, შტორმის დროს საფეხმავლო ბილიკი დაზიანდა. მოდებაძე აჭარის მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.