გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:21 / 1 ივნისი 2016

ირაკლი დუნდუას განცხადება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ფოთის საკრებულოს წევრის ირაკლი დუნდუას განცხადებით, მნიშვნელოვანია ფოთის მშენებლობის სამსახურის უფროსის მისვლა საკრებულოს სხდმაზე და იმ კითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც სამი წლის მანძილზე დაგროვდა. ძირითადი კითხვები შეეხება იმ უხარისხო მშენებლობას რომელიც მიმდინარეობს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ხიდზე და ასევე იმ საკითხებს თუ რატომ გაიწელა დროში მშენებლობები რომელთათვისაც თანხები დიდი ხანია გამოყოფილია, მათ შორის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, რომელიც უვადოდ გაიწელა.