გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:13 / 25 მაისი 2013

გივი თარგამაძე: "წარმოგიდგენთ ახალი ხელისუფლების მხრიდან ელიტური, შეიძლება ითქვას, სუპერ-ელიტური კორუფციის მორიგ ფაქტს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ხელისუფლებას ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს
მისი თქმით, ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი კორუფციული გზებით მიმდინარეობს.
წარმოგიდგენთ ახალი ხელისუფლების მხრიდან ელიტურ, შეიძლება ითქვას, სუპერ-ელიტურ კორუფციის მორიგ ფაქტს. ამჯერად საქმე ეხება იმ ობიექტს, რომელსაც პრემიერმინისტრი პრეზიდენტის დაჩას ძახდა. დღეს, ალბათ, უკვე გასაგებია, რომ, როგორც ჩანს, იმთავითვე მოეწონა და სეთი ობიექტის ქონა თავის საკუთრებაში მოინდომა", – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

მისი განმარტებით, იმთავითვე იყო გაცხადებულ, რომ პრეზიდენტი ამ ობიექტს არ იყენებდა და დაგეგმილი იყო მისი ეკონომიკის სამინსტროსთვის გადაბარება.

სწორედ გადაბარება ხდებოდა ამ დღეებში - სააგენტო ობიექტს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, მოსული იყო სააგენტოს ბუღალტერი, სამინისტროს წარმომადგენელი და ამას გარდა, საოცარი ადამიანების ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ქვეშ  მყოფ ობიექტზე გაურკვეველი მიზეზებით მოხვდნენ - ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ", - აღნიშნა გივი თარგამაძემ და იქვე დასძინა, რომ ადამიანები, რომლებიც ობიექტზეფაქტობრივად, გადამბარებლის სტატუსით" იმყოფებოდნენ, აღმოჩდნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მეუღლე და მისი სამი მეგობარი, ასევე ვინმე გიორგი საღინაშვილი, რომელიც თარგამაძის ინფორმაციით, მერიის სტრუქტურებში მუშაობდა და თავის დროზე კორუფციის ფაქტზე იყო დაკავებული.

მისივე ინფორმაციით, რეგიონის სამხარეო პოლიციის უფროსი, რევაზ მუმლაძე ხელისუფლების შეცვლამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი საკუთრების, ბაკურიანის კომპლექსის დაცვის უფროსი იყო, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.