გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:56 / 21 აპრილი 2016

გიორგი კირთაძემ, გიორგი ერმაკოვი გარიგებაში დაადანაშაულა

გიორგი კირთაძემ გიორგი ერმაკოვი გარიგებაში დაადანაშაულა.
საკრებულოს წევრმა ბათუმის მერი კონკრეტულ კომპანიასთან გარიგებაში დაადანაშაულა. გიორგი კირთაძე განმარტავს, რომ ყადირ შერვაშიძის ქუჩის მონაკვეთი იანვარში დაზიანდა. მერიამ გზის გამაგრება მხოლოდ მარტში გადაწყვიტა და შესყიდვების ეროვნულ სააგენტოსაც დაზიანების თარიღად მარტი დაუსახელა. კირთაძე ამბობს, რომ მერიამ იდევ ერთი შეცდომა დაუშვა: აღნიშნულ მისამართზე სამუშაოები ათი დღის წინ დაიწყო, სათანადო ცვლილება კი ბიუჯეტში მხოლოდ დღეს დამტკიცდა. ხარჯებმა 24 ათას ლარს გადააჭარბა.