გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:25 / 25 მაისი 2016

გიორგი კირთაძე მთავრობის იმ ექსკლუზიური უფლების გაუქმებას ითხოვს რომელიც მშენებლობის რეგულაციას და სიმაღლის ზრდას ეხება.

ნაციონალური მოძრაობის ერთ - ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე მთავრობის იმ ექსკლუზიური უფლების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ქალაქში უკვე განხორციელებიული და დაგეგმილი მშენებლობების სიმაღლის გაზრდის რეკომენდაციით ქალაქის თვითმმართველბისთვის მიმართვას გულისხმობს. გიორგი კირთაძის თქმით, მშენებლობის რეგულაციების წესების შესახებ 2013 წელს თვითშეზღუდვის დაწესებით ირაკლი ჩავლეიშვილმა გადაწყვეტილების მიღება დაუთმო არჩილ ხაბაძესა და დავით ბალაძეს. ოპოზიციური პარტიის წევრი ვარაუდობს, რომ იმ 121 სარეკომენდაციო წერილის უკან, რომლითაც რამდენიმე ობიექტს სიმაღლე გაეზარდა აჭარის პირველი ფინანსისტისა და მთავრობის მეთაურის ფინანსური ინტერესები დგას. კირთაძე მიიჩნევს, რომ საკითხი ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან და ზონალური კომისიის წევრებთან შეუთანხმებლად არ უნდა წყდებოდეს.