გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:43 / 29 აგვისტო 2016

გიორგი კირთაძე "იაფი სახლის" პროექტის შეჩერებას აპროტესტებს

29 აგვისტო 2016

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კირთაძე პარლამენტში "იაფი სახლის" მშენებლობის პროექტის შეჩერებას აპროტესტებს. მისი თქმით, „იაფი სახლი“-სთვის ბიუჯეტი 2013 წელს დამტკიცდა და შენობა თამარის დასახლებაში უნდა აშენებულიყო, თუმცა კირთაძე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა და საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტში განისაზღვა.

ცნობისთვის, 2015 წელს „იაფი სახლი“ ჯავახიშვილის N78- ში გადმოვიდა და ამ მისამართზე უნდა აშენებულიყო, თუმცა მხოლოდ საფუძველია ჩაყრილი.