გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:24 / 31 მარტი 2016

გიორგი ბოტკოველის ბრიფინგი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძრვანელმა გიორგი ბოტკოველმა დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გამართა კომპანია "ვიოს–გაზის" მიერ თელავის მოსახლეობისათვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით.  გ. ბოტკოველმა გააპროტესტა " ვისოლ–გაზის" გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც  მიმდინარე წლის 1 აპრილიდან თელავისა და თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაზის ტარიფი 0,48 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 0,59 ლარით.  ნაციონალურმა მოძრაობამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიიიღოს ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ არ მოხდეს აღნიშნული ტარიფის ზრდა, რაც  რეგიონის შეჭირვებული მოსახლეობისათვის მძიმე ტვირთი იქნება. ბოტკოველმა წარმოადგინა თელავის მუნიციპალიტეტის 5000-მდე მაცხოვრებლის ხელმოწერა, რომლებიც მთავრობას რეაგირებას სთხოვენ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე, ბრიფინგის დასრულების შემდეგ, გ. ბოტკოველმა საქართველოს პრემიერს მიმართა წერილით და  მთავრობის კანცელარიაში წარადგინა მოსახლეობის ხელმოწერები.