გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:18 / 19 მაისი 2016

გიორგი ბოტკოველი: კახეთში, სეტყვის წინააღმდეგ კომპანია ”დელტა” უმოქმედო იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ გიორგი ბოტკოველის განცხადებით კომპანია დელტა უმოქმედო იყო. შესაბამისად, ნაკლებად მნიშვნელოვანია შიდა გადაადგილებებლი. მთავარია აქ ის პასუხია, რომელიც სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას უნდა გაეცეს.

„რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კომპანია „დელტა“,რომელიცსეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით მომსახურებას ახორციელებს, ფაქტობრივად უმოქმედო იყო.

ორი კვირის განმავლობაში კახეთში დაახლოებით 30 სოფელი დაისეტყვა, სადაც გლეხებს  საკმაოდ დიდი ზიანი მიადგათ. ჩვენი განცხადების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიაში გენერალური ინსპექცია შეეშვა და გუშინ ვიგებთ, რომ განთავისუფლებულია კომპანია „დელტას“ დირექტორი. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია შიდა გადაადგილებები, მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ გასცემს პასუხს იმ ადამიანებს, ვინც  კომპანია „დელტას“ უმოქმედობის შედეგად ზარალი მიიღო.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება  უუნაროა, უმოქმედო და ერთმანეთთან ქიშპობითა და შიდა გაურკვევლობებით არის დაკავებული.“