გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:39 / 26 აპრილი 2016

განუკითხაობა დმანისის გამგეობაში

დმანისის გამგეობაში ისევ აქტუალურია მაღალჩინოსანთა ნათესავების უკანონო ქმედებები.როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა,გამგებლის ბიძამ, თემურ თეთრაძემ, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსმა, რომელმაც სახელმწიფოსგან დაბალ ფასად შეიძინა სოფ. ამამლოს ფოსტის შენობა და გამგეობას მიჰყიდა საკმაოდ მაღალ ფასად,ამას კიდევ ერთი თვითნებობა დაუმატა: თემურ თეთრაძემ, სოფ. გომარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მიითვისა მიწის ნაკვეთი და ტბა, მან ასევე სახელმწიფოს ქონება, ლითონის მილების სახით დაიტაცა და სწორედ ამ მილებით, სრულიად უკანონოდ შემოსაზღვრა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი და ტბა. შესაბამისად სოფლის მაცხოვრებლებს აუკრძალა ტბით სარგებლობა. საინტერესოა როდემდე უნდა გაგრძელდეს განუკითხაობა მუნიციპალიტეტში?!