გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:49 / 12 ივნისი 2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება იუსტიციის საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის შესახებ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

 

12 ივნისი 2013
ქუთაისი

 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვენეციის კომისიისა და საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ფორმულის თანახმად, უმრავლესობას იუსტიციის საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. კონსულტაციის მიზანს წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეთანხმებით არჩევა. ნაციონალური მოძრაობა მზად იყო მხარი დაეჭირა უმრავლესობისთვის სასურველი ნებისმიერი ოთხი კანდიდატურისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოხდებოდა შეთანხმება ორ კანდიდატურაზე, რომელთა ასარჩევად აუცილებელია ხმათა 2/3.

 

ამასთან, წარმოდგენილი 35 კანდიდატურიდან ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობას კონსულტაციების გასამართად შესთავაზა 10 კანდიდატურა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა კონსულტაციებსა და შეთანხმებაზე.

 

ყურადღებას იმსახურების „ქართული ოცნების“ სასურველი კანდიდატების პოლიტიკური ანგაჟირებულობის საკითხი, რაც წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის აუცილებელ, კანონმდებლობით დადგენილ მიუკერძოებლობის კრიტერიუმთან. მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს ქ-ნიევა გოცირიძე, რომელიც მუშაობდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის იურიდიულ ფირმაში, სადაც იღებდა ანაზღაურებას. ხოლო კახა სოფრომაძე იყო "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტი. ნიშანდობლივია, მას შემდეგ ჟურნალისტებმა მოიპოვეს "ქართული ოცნების" მიერ შერჩეული ექვსი პიროვნების სია, მათ შორის, ხუთმა პიროვნებამ მოხსნა კანდიდატურა.

 

ამავე დროს, "ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული იყო იურიდიული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პოლიტიკურად არააფილირებული პიროვნებები, როგორებიც არიან: ზურაბ ძლიერიშვილი ( წარდგენილია „საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ), მაია სულხანიშვილი - უზენაესი სასამათლოს ყოფილი მოსამართლე, გიორგი გოგიაშვილი - სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იმედა დვალიძე - ადვოკატთა ასოციაციის წევრი, დავით კერესელიძე - თსუ - იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი დეკანი ( ასევე მხარდაჭერილია ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ).

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობას არც ამჯერად აღმოაჩნდა მზაობა კომპრომისის, დიალოგისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდაჭერისათვის.