გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:19 / 30 მაისი 2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიის შესახებ

ქუთაისი


30 მაისი 2012წ.


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რეგიონული გამოწვევების შესახებ“, სადაც საქართველოში და უკრაინაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ დაუშვებელია შერჩევითი სამართლის გამოყენება და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმები და რომ ასეთი მოქმედებები შეუთავსებელია ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კუთხით არსებულ გამოწვევებთან.


ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ევროპარლამენტართა სპეციალური დელეგაცია ეწვიოს საქართველოს, რათა შესწავლილი იქნეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და უშუალოდ ოპოზიციის ლიდერის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ბატონი ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების საკითხი.


ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება ბადებს სერიოზულ კითხვებს საქართველოს ევროპულ მომავალთან მიმართებაში.


შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ დეპუტატების  ევრონესტის სხდომაზე მოქმედება, სადაც მათ ევრონესტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურული მექანიზმი გამოიყენეს საკუთარი პარტიის პოლიტიკური ინტერესის სასარგებლოდ.  კერძოდ, იმისთვის, რომ დოკუმენტის ტექსტში არ დაფიქსირებულიყო უშუალოდ ბატონი ვანო მერაბიშვილის სახელი. ამ მექანიზმის გამოყენება სახელმწიფოებს შეუძლიათ მხოლოდ   „სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების“ დასაცავად.


როგორც ჩანს, ქართული ოცნებას ეროვნული ინტერესები ესმის არა როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა.


შენიშვნა: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ევროპის კავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 6 სახელმწიფოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატს, სადაც წარმოდგენილნი არიან ევროპარლამენტარები და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრები. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-3 სესია გაიმართა ქ. ბრუსელში.