გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:25 / 17 მაისი 2016

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გელა დეკანაძე აჭარის მთავრობის წევრებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გელა დეკანაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. დეკანაძის თქმით, ახალ ბულვარში, იმ ტერიტორიაზე სადაც წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით მრავალფუნქციური ტურისტული ობიექტი უნდა აშენებულიყო, ახლა საცხოვრებელი კორპუსი შენდება. მისი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ პროექტს მსხვილი უცხოელი ინვესტორები ახორციელებენ, რეალურად კი ტერიტორია გასხვისებამდე სამი დღით ადრე დაფუძნებულ კომპანია “რეკან გრუპ ჯორჯიას” გადაეცა, რომელიც ხაშურის რაიონის დაბა სურამში ერაყის და აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ დაფუძნდა.