გაზიარება
UNM UNM
მედია - 01:27 / 29 სექტემბერი 2016

ენმ-ის ხობის ლიდერების კარდაკარ შეხვედრა მოსახლეობასთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატთან და ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ლაშა დამენიასთან და ბესიკ გაბუნიასთან ერთად სოფელ ნარაზენის; ახალსოფლის; ოქტომბრის; დიდინეძისა და ჭითაწყარის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივების თქმით, ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა, ასევე სოფელ ნარაზენის მაცხოვრებლებმა ენმ-ის ხობის ლიდერებთან დაუსრულებელ გაზიფიცირების პრობლემაზე ისაუბრეს.

ამომრჩევლებმა ენმ-ის წევრებს ახალსოფლის პრობლემებიც გააცნეს და აღნიშნეს, რომ სოფელში დიდ პრობლემას ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მოსახლეობის უმრავლესობისთვის სოციალური დახმარების შეჩერება და გზის მოუწესრიგებლობა წარმოადგენს.

ამასთან, შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

მამუკა ჭოხონელიძემ ლაშა დამენიასთან და ბესიკ გაბუნიასთან  ერთად ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.