გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:42 / 9 აგვისტო 2016

ენმ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ სამტრედიელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

პარტიის თავმჯდომარე ემზარ შუბლაძე ენმ-ის პარტიის წარმომადგენლებთან ერთად საკათედრო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამტრედიელი მეომრების: მარლენ ბარამიას; ლაშა თევზაძის; ავედიკ ლომიძის და ლევან მელქაძის ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ღონისძიება ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თომა ჩაგელიშვილის ფილმის "აგვისტოს ომი" ჩვენებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე; 14 პოლიციელი; დაიჭრა 1 747; სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა; დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე ადამიანი; დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

 

503 Service Unavailable

Service Unavailable

The server is temporarily unable to service your request due to maintenance downtime or capacity problems. Please try again later.