გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:59 / 9 აპრილი 2018

ენმ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულთა შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ასევე იყვნენ დაჭრილები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2 000-მდე პირი. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის დღედ ჩაეწერა, რომელიც ქვეყანამ 1989 წლის 9 აპრილს ქართველთა დაღვრილი სისხლით მოიპოვა.