გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:45 / 7 სექტემბერი 2016

ენმ-ის საარჩევნო სიის ათეულის წარმომადგენლები გორში ამომრჩევლებს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გორში იმყოფებოდნენ. პარტიული სიის ათეულის წევრებმა დავით ბაქრაძემ, სანდრა რულოვსმა, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ რეგიონსა და ქალაქში წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.

პარტიის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ ამომრჩევლებს ენმ-ის საარჩევნო პროგრამა და გეგმები გააცნეს.