გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:42 / 3 მაისი 2017

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციაში მაღალი თანამდებობის პირების ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვენ

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაღალი თანამდებობის პირების ნარკოლოგიურ ტესტზე შემოწმებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში განაცხადეს. პარტიის წევრის ლევან თორიას განცხადებით, ისინი მიუწოდებენ ზუგდიდის მერიის და მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებს ხვალ, 14 საათზე მათთან ერთად ნარკოლოგიურ ცენტრში ნარკოტესტზე შემოწმება გაიარონ. თორია ამბობს, რომ ზუგდიდს ნარკოლოგიური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები მართავენ.

ლევან თორიამ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ორი დღის წინ ზუგდიდში დაკავებულ საკრებულოს აპარატის უფროსთან ერთად იმყოფებოდა ქალაქის მაჟორიტარი-დეპუტატის მერაბ ქვარაიას ძმა, თუმცა მისი განცხადებით, ის ამ საქმიდან ქვარაიას ჩარევის შემდეგ "გააქრეს". ლევან თორიას განცხადებით, ზუგდიდში მიმდინარეობს გუბერნატორის და მერაბ ქვარაიას კლანებს შორის დაპირისპირება ძალაუფლების მოსაპოვებლად.

ბრიფინგი ენმ-ში