გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:35 / 5 მაისი 2017

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციამ სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა

დღეს, 5 მაისს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ-საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ და ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა თეიმურრაზ ბასილაიამ სოციალურად დაუცველი ნატრული ქარდავა მოინახულეს. 
როგორც ქარდავა აცხადებს, არის სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დევნილი, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, რის გამოც დევნილთა სამინისტროს მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა კომისიამ სარეიტინგო 11 ქულა მიანიჭა, მიუხედავად ამის, მას ამ დრომდე არ მიუღია ბინა. გარდა ამისა ქალბატონს გაუუქმეს მარტოხელას სტატუსი და მერიის დახმარება, საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი. 
მისივე თქმით უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება და მისთვის გაურკვეველია რამ განაპირობა ყოველივე.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ ფაქტზე დროული რეაგირება მოხდეს და გაირკვეს თუ რატომ მოხდა, რომ მარტოხელა ქალბატონი ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა.
,, ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ იქნას მოგვარებული ქალბატონი ნატრულის პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ უკიდურეს ზომებს ქალბატონის უფლებების დასაცავად, რადგან ის დღეს უკიდურეს მდგომარეობაშია და საჭიროებს დახმარებას." -განაცხადა თეიმურაზ ბასილაიამ.

შეხვედრა სოციალურად დაუცველთან