გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:58 / 14 მაისი 2016

ენმ-ს დეპუტატები კორცხელის მოსახლეობას სახლში ეწვივნენ

      ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიხეილ მაჭავარიანმა, გიგი წერეთელმა და აკაკი ბობოხიძემ ადგილობრივ ლიდერებთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრები გამართეს.

   დეპუტატები სოფელ კორცხელის მოსახლეობას კარდაკარ, სახლში ეწვინენ და მათ  აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანამ შეწყვიტოს უკუსვლა და რაც შეიძლება სწრაფად  დასრულდეს ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა .  ,, რუსი ოლიგარქის  ჯიბის ხელისუფლებამ  ქვეყანა უფსკრულისკენ წაიყვანა და დროა შევაჩეროთ უნიათო მთავრობის ბოგინი საქართველოში, დღეს კორცხელში გამარჯვება ნიშნავს ხვალ საქართველოს გამარჯვებას და დავიწყოთ ქვეყნის განთავისუფლება სწორედ  კორცხელიდან“- განაცხადეს დეპუტატემა.