გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:06 / 3 აგვისტო 2016

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ქუთაისში

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

#47 საარჩევნო ოლქი - ქალაქ მუზეუმი; ნიკეა; საფიჩხია; კახიანაური, ასევე თერჯოლის სოფლები: გოდოგანი; ჭოგნარსა და კვახჭირში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია თევდორაძე წარადგინა.

#48 ოლქი - გამარჯვება; ძელქვიანსა და უქიმერიონში - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი ბობოხიძე.

#49 ოლქი - ავტოქარხანა; სულხან–საბა; ბაკის უბანსა და გამარჯვებაში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გიგი წერეთელი წარადგინა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ქუთაისის წარმატება და მოსახლეობის იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარებაა, რომელიც დღემდე დაპირებად დაუტოვა ქართულმა ოცნებამ.