გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:28 / 7 აგვისტო 2016

ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა აკაკი ბობოხიძემ, გია თევდორაძემ და გიგი წერეთელმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგეს. 

ენმ-ის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ასევე ომში დაღუპული დიმიტრი ჯაილოვას ოჯახს ესტუმრნენ, სადაც გმირი მეომრის დედა და მეუღლე მოინახულეს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა. 
 
რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე; 14 პოლიციელი; დაიჭრა 1 747; სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა; დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე ადამიანი; დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია.