გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:13 / 21 მარტი 2017

ენმ-ის წევრი ანა წითლიძე ზუგდიდში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

დევნილებმა პრობლემები გააცნეს და დახმარება სთხოვეს. წყლის პრობლემა 2 წელზე მეტია აწუხებთ, როგორც ისინი აღნიშნავენ წყალი პერიოდულად საერთოდ არ აქვთ, როდესაც არის დასალევად უვარგისია. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირებისა პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. დევნილები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

"პრობლემა თავიდანვე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები იყო - არასწორად დამონტაჟებული მეორადი წყლის მილები. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ლარი დაიხარჯა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ამ ხალხს ორი წელია წყალი არ აქვს, პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას და ზუგდიდის მაჟორიტარს ვაკისრებ " - განაცხადა ანა წითლიძემ.